„მონაკომ“ „ბარსელონადან“ ანსუ ფატი გამოისყიდა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
ფრანგულმა კლუბმა გააქტიურა გამოსასყიდი პუნქტი, რომლის ღირებულება 11 მილიონი ევროა და ფატის კონტრაქტი 2030 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.
ანსუ ფატიმ გასულ სეზონში „მონაკოს“ რიგებში ყველა ტურნირზე 30 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. მას კარიერის განმავლობაში „ბარსელონასა“ და „ბრაიტონში“ უთამაშია.





