ჩოგბურთი

22:47 | 30.06.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის პირველი წრე დაძლია!

მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა მოიგო!

1/64-ფინალში ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელი აილა ტომლიანოვიჩი სამ სეტში 2:1 დაამარცხა.

შეხვედრა 2 საათსა და 2 წუთს გაგრძელდა. პირველი სეტი მარიამმა ადვილად, 6:2 მოიგო, მეორე სეტში უკეთესი მეტოქე იყო, რომელმაც 6:4 აჯობა ბოლქვაძეს და ყველაფერი გადაწყდა მესამე სეტში, სადაც ქართველმა ისევ სძლია მეტოქეს - 6:4.

აღსანიშნავია, რომ ბოლქვაძე WTA-ს რეიტინგში მხოლოდ 545-ე ადგილზეა, ხოლო მისი მეტოქე ასეულშია - 94-ე საფეხურზე.

ბოლქვაძეს ეისი არ ჰქონია და 7 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ასევე ჰქონდა 25 უნებლიე შეცდომაც, მაგრამ 18 ვინერსი მიითვალა და გამარჯვება მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შედეგად მოხვდა და ახლა იქ, პირველი წრეც გადალახა. მეორე წრეში მარიამი ამერიკელ ეშლინ კრუგერს შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.173235