ვეტერანი ნიდერლანდელი ფეხბურთელი სტეფან დე ვრეი კარიერას ათენის „პანათინაიკოსში“ გააგრძელებს. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.
დე ვრეიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდგომაც კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
დე ვრეი „ინტერში“ 2018 წლიდან თამაშობდა და 296 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მანამდე, ის რომის „ლაციოს“ და „ფეიენოორდის“ ღირსებას იცავდა.







