ფეხბურთი

1:45 | 1.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

რონალდ კუმანმა ნიდერლანდების ნაკრები დატოვა

რონალდ კუმანი ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა.

მან სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარუმატებლობით ყველაზე მეტად ისაა იმედგაცრუებული.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ფეხბურთელს, ვისთან ერთადაც მუშაობის პატივი მქონდა. თქვენი თავდადება, ხასიათი და ნდობა ყოველდღიურად მამოძრავებდა. ასევე მადლობა ჩემს თანამშრომლებს, კულისებში მყოფ ყველა თანამშრომელს და კლუბებს, სადაც მუშაობის პატივი მქონდა. მაგრამ უპირველეს ყოვლისა, მადლობა გულშემატკივრებს. თქვენი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით რთულ დროს. უდიდესი პატივი იყო ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა. არავინ არის იმედგაცრუებული ისე, როგორც მე”, - წერს კუმანი პოსტში.

რონალდ კუკანი ნიდერლანდების ნაკრებს ორჯერ ავარჯიშებდა - 2018-2020 და 2023-2026 წლებში.

შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდები მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში მაროკოსთან პენალტებში მარცხით გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.094437