ფეხბურთი

12:21 | 1.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ქვილითაია: "გერმანიაში თამაში მინდოდა, "კილიც" ამიტომ ავირჩიე"

გიორგი ქვილითაიამ „ჰოლშტაინ კილში“ გადასვლის შემდეგ, კლუბის პრესსამსახურთან მოკლე კომენტარი გააკეთა.

როგორც მან თქვა, გერმანიაში თამაში სურდა და „კილში“ გადასვლაც ამიტომ გადაწყვიტა.

„საკუთარ თავს გუნდურ მოთამაშედ დავახასიათებდი. პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდთან ერთად პირველი ვარჯიშის ჩატარებაა. შემდეგ კი მინდა ქალაქიც უკეთ გავიცნო. გერმანიაში თამაში მინდოდა. აქ გადმოსვლის კარგი შესაძლებლობა მქონდა და ამ კლუბის შესახებ ბევრი კარგი რამ მსმენოდა. მომეწონა და ამიტომაც ავირჩიე“, - თქვა ქვილითაიამ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაიას კარიერის განმავლობაში უნგრულ დიორში, გორის დილაში, დინამო თბილისში, ვენის რაპიდში, ბელგიურ გენტში, ანორთოსისსში, აპოელ-სა და არისში უთამაშია, ხოლო გასული სეზონის მეორე ნახევარი მეცში გაატარა, სადაც პირველად ითამაშა ტოპლიგაში და 10 მატჩში 2 გოლით გამოირჩა. საქართველოს ნაკრებში მას 43 შეხვედრაში 7 გოლი გაუტანია.

ჰოლშტაინ კილი გასულ სეზონში II ბუნდესლიგაში 41 ქულით მე-12 ადგილი დაიკავა. თუ სატრანსფერო პერიოდში არაფერი შეიცვალა, გერმანიის რანგით მეორე ლიგაში მომდევნო სეზონში სამი ქართველი იქნება - გიორგი ქვილითაია (კილი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი) და ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი).

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094828