ტურინის „იუვენტუსი“ „ჯენოადან“ 19 წლის თავდამსხმელს, ჯეფ ეხატორს დაიმატებს. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია.
ტრანსფერის ღირებულება 15 მილიონი ევროა. ეხატორი მალე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს გააფორმებს.
ჯეფ ეხატორი „ჯენოას“ აღზრდილია, რომლის მაისურით 57 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი. მას იტალიის ნაკრებშიც აქვს ერთი თამაში ჩატარებული.





