ფრენკ ლამპარდმა „ქოვენთრი სიტისთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ლამპარდმა ინგლისურ გუნდთან ახალი ხელშეკრულება 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა.
ფრენკისთვის ნდობის გამოცხადება ლოგიკურია, რადგან მან „ქოვენთრი“ პრემიერლიგაში გადაიყვანა. შესაბამისად, მომდევნო სეზონში ინგლისური ფეხბურთის ელიტაში იმუშავებს.
ფრენკ ლამპარდი „ქოვენთრის“ 2024 წლიდან ავარჯიშებს, მანამდე კი „დერბის“, „ჩელსის“ და „ევერტონის“ მწვრთნელი იყო.





