მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალურ ეტაპზე მექსიკის ნაკრებმა ეკვადორის ნაკრები მარტივად 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ხავიერ აგირეს გუნდმა მატჩი აქტიურად დაიწყო და მთელი შეხვედრის განმავლობაში დიდ უპირატესობასაც ფლობდა. მექსიკელებმა ორივე გოლის გატანა პირველ ტაიმში მოახერხეს, პირველი გოლი ხულიან კინიონესმა 22-ე წუთზე გაიტანა, ხოლო მეორე გოლი რაულ ხიმენესის ანგარიშზეა, რომელმაც 31-ე წუთზე შეძლო ეკვადორის კარის აღება და როგორც შემდგომში გაირკვა მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მუნდიალზე პირზე ხელის აფარების გამო მეორე ფეხბურთელი გააძევეს. შეხვედრის მთავარმა მსაჯმა 90+4 წუთზე ეკვადორელთა მცველი პიერო ჰინკაპიე გააძევა. მსგავსი ფაქტის გამო, პირველად მიგელ ალმირონი უჩვენეს წითელი ბარათი.
ამრიგად მექსიკის ნაკრები მერვედფინალში ითამაშებს, სადაც მათი მეტოქე ინგლისსა და დრ.კონგოს ნაკრებებს შორის გამარჯვებული იქნება.
მექსიკა - ეკვადორი 2:0 (2:0)
მექსიკა: რანგელი, სანჩესი, მონტესი, ვასკესი, გალიარდო, მორა, ლირა, რომო, ალვარადო, ხიმენესი, კინიონესი, გუტიერესი (58', მორა), ვარგასი (73', რომო), სანტიაგო ხიმენესი (74', რაულ ხიმენესი), პინედა (80', კინიონესი), რეიესი (80', ალვარადო).
მთავარი მწვრთნელი: ხავიერ აგირე.
ეკვადორი: გალინდესი, ფრანკო, ორდონესი, პაჩო, ინკაპიე, იებოა, კაისედო, ვიტე, ანგულო, პლატა, ვალენსია, მედინა (46', ფრანკო), პრესიადო (46', ორდონესი), როდრიგესი (59', ვალენსია), ჯონ კაისედო (79', იებოა), პაესი (79', ანგულო).
მთავარი მწვრთნელი: სებასტიან ბეკასესე.
გოლები: 1:0 ხულიან კინიონესი (22'), 2:0 რაულ ხიმენესი (31').
მთავარი მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)







