ესპანეთის ნაკრების ლიდერმა ლამინ იამალმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. მისი თქმით, ამჟამად ფავორიტები არ არსებობს, რადგან დაუმარცხებელი არავინ არაა.
"ტურნირის ამ ეტაპზე არ არსებობს გუნდი, რომელიც ჩვენზე სუსტია, ან პირიქით. არ არსებობს გუნდი, რომლის დამარცხებაც შეუძლებელია, ამიტომ ჩვენ მოედანზე უნდა გავიდეთ და ის ფეხბურთი ვითამაშოთ რაც ყველაზე კარგად გამოგვდის. სასურველ შედეგს სწორედ ასე მივაღწევთ.
რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, ვფიქრობ, რომ ჩვენზე ძლიერი ნამდვილად არ არის. ევროპის ჩემპიონატზე შევხვდით და მათ ჩვენი დამარცხება ვერ შეძლეს. ამიტომ ტურნირზე არანაირი ფავორიტები არ არსებობს", - განაცხადა იამალმა.
ესპანეთის ნაკრების მეტოქე 1/16 ფინალში ავსტრიის ნაკრებია, აღნიშნული დაპირისპირება 2 ივლისს თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ამ წყვილში გამარჯვებული კი მერვედფინალში პორტუგალია-ხორვატიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.





