ფეხბურთი

17:15 | 1.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძე "ატლანტას" ტოვებს, მისი ახალი კლუბის ვინაობაც ცნობილია

საქართველოს ნაკრების შემტევი საბა ლობჟანიძე "ატლანტა იუნაიტედს" დატოვებს და კარიერას "რეალ სოლტ ლეიქსში" გააგრძელებს. ინფორმაციას The Athletic-ის ჟურნალისტი ტომ ბოგერტი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "ატლანტა" ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში 625 000 დოლარს მიიღებს, რასაც ბონუსების სახით 100 000 დაემატება. ამასთან, ატლანტა საბა ლობჟანიძის სახელფასო ბიუჯეტის ნაწილსაც გადაიხდის.

საბა ლობჟანიძე "ატლანტას" ღირსებას 2023 წლიდან იცავს, რა დროის განმავლობაშიც 83 მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავი 15 გოლთან ერთად 14 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.168877