ფეხბურთი

18:46 | 1.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ მანუელ ნოეიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად 40 წლის მეკარემ სოციალური ქსელის საშუალებით გვამცნო და ვრცელი მიმართვა გაავრცელა.

„მსოფლიო ჩემპიონატზე ადრეული გამოვარდნა უკიდურესად იმედგამაცრუებელია. ჩვენ აშკარად ჩამოვრჩით მოლოდინებს და ამ ტურნირზე უფრო შორს უნდა წავსულიყავით. ეს დასასრული ძალიან მტკივნეულია.

მე შეგნებულად მივიღე გადაწყვეტილება, კიდევ ერთხელ მეთამაშა გერმანიის ნაკრებში. ერთი მხრივ, ეროვნული ნაკრების მაისურის ტარება ყოველთვის უდიდესი სიამაყით მავსებდა. მეორე მხრივ კი, ჩემი 40 წლის ასაკისა და მსოფლიო ჩემპიონატების ოთხ ტურნირზე მიღებული გამოცდილების წყალობით, მინდოდა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ მაქსიმალურად დამეჭირა მხარი და გერმანულ ფეხბურთს დავხმარებოდი. მიუხედავად ამ მწარე დასასრულისა, ამ ნაბიჯს ერთი წამითაც არ ვნანობ.

ჩემი იმედგაცრუება სიტყვებით აღუწერელია, თუმცა ამავდროულად დიდ მადლიერებასაც ვგრძნობ. მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის მთელი ამ წლების განმავლობაში”, დაწერა ნოიერმა.

გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 1/16 ფინალში დაასრულა, სადაც ისინი პარაგვაისთან, პენალტების სერიაში დამარცხდნენ. მანუელ ნოიერმა გერმანიის ნაკრებში 2009 წლიდან 128 თამაში ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088514