ფეხბურთი

19:45 | 1.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ლივერპულმა" ფრანგი მცველი დაიმატა

„ლივერპულმა“ „რენიდან“ ნიჭიერი ფრანგი ფეხბურთელი ჟერემი ჟაკე დაიმატა. 20 წლის ცენტრალურმა მცველმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

„პირველი შთაბეჭდილებები კარგია და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. როდესაც ინფრასტრუქტურას ვხედავ, იქ ჩემი თავი წარმომიდგენია, ეს საოცარი განცდაა. ერთი სული მაქვს, გუნდთან ერთად მზადება დავიწყო. ეს ჩემთვის დიდი ოცნებაა, ეს შესანიშნავი კლუბია. ისეთი კლუბი, როგორიც „ლივერპულია“, ჩემთვის დიდი ოცნებაა“, - თქვა 20 წლის ფეხბურთელმა.

ჟერემი ჟაკე „რენის“ აღზრდილია, რომლის რიგებში 33 მატჩი ჩაატარა. მას იჯარით „კლერმონშიც“ უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159049