ფეხბურთი

22:49 | 1.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ჩელსიმ" იტალიელი მცველი დაიმატა

ლონდონის „ჩელსიმ“ ნიჭიერი იტალიელი მცველი მარკო პალესტრა დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

პალესტრამ „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2033 წლის ზაფხულამდე გაფორმდა, ხოლო ბერგამოს „ატალანტამ“ ბონუსების ჩათვლით 60 მილიონი ევრო მიიღო.

„ბევრმა ფაქტმა დამარწმუნა, რომ „ჩელსიში“ გადმოსვლას დავთანხმებულიყავი. ეს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. მოუთმენლად ველი დაწყებას, ყველა გულშემატკივრის, ჩემი თანაგუნდელების და მწვრთნელის ნახვას. ჩაბი ალონსომ მითხრა, როგორ სურს ჩვენგან თამაში, რაც საინტერესოა და მოუთმენლად ველით პრემიერლიგაში ასპარეზობას. მსოფლიოს ჩემპიონები ვართ, „ჩელსი“ კი ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია“, - თქვა იტალიელმა.

პალესტრას ტრანსფერი იმას ნიშნავს, რომ მალო გუსტო დიდი ალბათობით, კარიერას „მანჩესტერ სიტიში“ გააგრძელებს.

მარკო პალესტრამ გასული სეზონი იჯარით „კალიარიში“ გაატარა, სადაც თავი შესანიშნავად წარმოაჩინა და გრანდების ყურადღება მიიპყრო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168539