ფეხბურთი

23:20 | 1.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" ხორვატ მცველს "ბრაიტონში" ყიდის და ტონალის ტრანსფერზე მუშაობს

ლონდონის „ტოტენჰემის“ მცველი ლუკა ვუშკოვიჩი კარიერას „ბრაიტონში“ გააგრძელებს. მხარეებს შორის შეთანხმება შედგა.

ნიჭიერი ხორვატის სანაცვლოდ „თოლიები“ 50 მილიონ ევროს მიიღებენ და კონტრაქტს 2031 წლის ზაფხულამდე გაუფორმებენ. სამედიცინო შემოწმებას ფეხბურთელი აშშ-ში გაივლის, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზეა.

ვუშკოვიჩის გაყიდვისგან მიღებულ თანხას, „ტოტენჰემი“ „ნიუკასლიდან“ სანდრო ტონალის შეძენას მოახმარს. „დეზები“ მზად არიან იტალიელის სანაცვლოდ ყველაფერი გააკეთონ. კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ტონალო „ტოტენჰემის“ მთავარ სამიზნედ რჩება მათეუშ ფერნანდესის ტრანსფერზე შეთანხმების მიღწევის შემდეგაც.

19 წლის ლუკა ვუშკოვიჩი გასულ სეზონში იჯარით „ჰამბურგში“ იყო, სადაც 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა, რაც ცენტრალური მცველისთვის დიდებული შედეგია. მანამდე მას „ჰაიდუკში“, „რადომიაკსა“ და „ვესტერლოში“ უთამაშია, ხოლო „ტოტენჰემში“ ოფიციალური თამაში არ ჩაუტარებია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.081123