ფეხბურთი

0:21 | 2.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტა: "ალვარესზე შეთავაზება გავაკეთეთ, გაუგებარია, "ატლეტიკო" ასე რატომ იქცევა"

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მადრიდის „ატლეტიკოს“ შეთავაზება გაუკეთეს:

„ვესაუბრე „ატლეტიკოს“: გავგზავნეთ შეთავაზება და ვიცით, რომ ხულიანს დიდი ხანია სურდა „ბარსაში“ გადასვლა. ეს შეთავაზება ხულიანისთვის „ატლეტიკოს“ მიმართ სრული პატივისცემით გავაკეთეთ. ვესაუბრე როგორც სერეzოს, ასევე მიგელ ანხელ ხილს.

შეთავაზება გაიგზავნა და „ატლეტიკომ“ მითხრა, რომ მათ არ ჰქონდათ ალვარესის გაყიდვის გეგმა, რადგან თავდამსხმელის ალტერნატივა არ ჰქონდათ. მათ იციან, რა არის ჩვენი ნება, თუ მათ ამის გაკეთება სურთ, ჩვენ სიამოვნებით გავაკეთებთ. ამჟამად, „ატლეტიკო“ ამბობს, რომ ალვარესს არ ყიდის. ახლა კი არ ყიდიან, რადგან, როგორც ჩანს, ალტერნატივა არ აქვთ, მაგრამ იმედი მაქვს, თუ „ატლეტიკო“ ალტერნატივას იპოვის, ჩვენს შეთავაზებას განიხილავს.

დიდ პატივს ვცემთ „ატლეტიკოს“. ჩვენ არ ვაიძულებთ ხუალიანს ჩვენთან წამოსვლას, მას ეს თავად სურს. ფეხბურთელი ჩვენს რადარზე იყო მანამდეც, სანამ ის „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდოდა. გავაკეთეთ კლუბებს შორის შეთავაზება. ვერ ვხედავ ლოგიკას იმ ქმედებებში, რომლებსაც „ატლეტიკო“ ახლა ახორციელებს“, - თქვა ლაპორტამ.

„ატლეტიკოს“ პრეზიდენტი ენრიკე სერეზო გამორიცხავს არგენტინელის გაყიდვას: „არაფერი შეცვლილა, ის „ატლეტიკოში“ დარჩება. ამჟამად ნულოვანი შეთავაზებაა. მაშინაც კი, თუ წინადადებები იქნება, ალვარესი საბოლოოდ დარჩება, რადგან არ გვინდა მისი გაყიდვა“.

შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკომ“ ალვარესის შესახებ მადრიდის „რეალის“ შეთავაზებაც დაბლოკა. „როხიბლანკო“ არგენტინელში გამოსასყიდ ფასს - 500 მილიონ ევროს ითხოვს, რომლის გადახდა არარეალურია. ალვარესმა არ დამალა, რომ მან კლუბს გაშვების თხოვნით მიმართა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.15995