ფეხბურთი

20:14 | 1.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" ისმაელ საიბარი დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ პსვ ეინდჰოვენიდან მაროკოელი თავდამსხმელი ისმაელ საიბარი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

მაროკოელის სანაცვლოდ მიუნხენელებმა 55 მილიონი ევრო გაიღეს და მასთან კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმეს.

„ბავშვობაში ვოცნებობდი ისეთ კლუბთან კონტრაქტის გაფორმებაზე, როგორიც „ბაიერნია“ - ყველამ იცის, რომ ეს მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. „ბაიერნი“ ყოველწლიურად ისეთი უდიდესი ტიტულებისთვის იბრძვის, როგორიცაა ჩემპიონთა ლიგა და მსურს, აქ რაც შეიძლება მეტი ტიტული მოვიგო. „ბაიერნის“ თამაში ჩემთვის მისაღებია, აქ შემიძლია ჩემი სტილით ვითამაშო და ყოველდღე ბევრს ვიშრომებ, რომ გუნდს დავეხმარო. მწვრთნელ ვენსან კომპანიმ გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაში - მოუთმენლად ველი მასთან მუშაობას“, - აღნიშნა საიბარიმ.

ისმაელ საიბარი პსვ ეინდჰოვენში 2021 წლიდან თამაშობს და დღემდე 142 მატჩში 42 გოლი გაიტანა. განსაკუთრებით კარგად მან ბოლო სეზონი ჩაატარა, რომლის განმავლობაში 37 თამაშში 19 გოლით გამოირჩა.

საიბარი მიმდინარე მუნდიალზე შესანიშნავად თამაშობს და ოთხ მატჩში სამი გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10311