საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი ლოს ანჯელეს „ლეიკერსის“ კალათბურთელია!
სანდრომ LA-სთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის განმავლობაში 52 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ის პირველი ქართველია, ვინც „ლეიკერსში“ ითამაშებს.
27 წლის მამუმ გასულ სეზონში ტორონტოს მაისურით 80 თამაშში საშუალოდ 11.2 ქულის, 4.9 მოხსნის და 1.8 პასის დაგროვება მოახერხა, 52% სროლის სიზუსტით და 39% სამქულიანით.
სანდრო მამუკელაშვილს „ტორონტოს“ გარდა, „სან ანტონიო სპურსაა“ და „მილუოკი ბაქსში“ უთამაშია.







