ფეხბურთი

22:14 | 1.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს სუპერთასი "ტორპედომ" მეოთხედ მოიგო

საქართველოს 2026 წლის სუპერთასი ქუთაისის „ტორპედომ“ მოიგო. დირკ შუსტერის გუნდმა ფინალში თბილისის „იბერია“ დრამატულ ბრძოლაში, პენალტების სერიის შედეგად დაამარცხა.

არადა, თამაში ისე დაიწყო, „ტორპედოს“ თითქოს, მოსაგებად პენალტების სერია არ უნდა დასჭირვებოდა. მეხუთე წუთზე ანგარიში კომნენ ანდრიჩმა გახსნა და ქუთაისელები დაწინაურდნენ. ზუსტად ნახევარ საათში გიორგი არაბიძემაც გაიტანა და 2:0.

თუმცა, მოქმედმა ჩემპიონმა არაფერი დათმო ადვილად, სამ წუთში სხვაობა შეამცირა: გოლი ვახო ბედოშვილის აქტივშია. 76-ე წუთზე ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ნიკოლოზ დადიანის გოლით გაათანაბრა და მატჩი 2:2 დასრულდა.

ყველაფერი პენალტებში გადაწყდა, სადაც „ტორპედომ“ ყველა დარტყმა ზუსტად შეასრულა (6-დან 6), ხოლო „იბერიას“ ფეხბურთელის ნიკა სიხარულაშვილის შეცდომა გადამწყვეტი აღმოჩნდა - სერია იმერულმა გუნდმა 6:5 მოიგო.

ქუთაისის „ტორპედო“ საქართველოს სუპერთასს ისტორიაში მეოთხედ დაეუფლა.

დღესვე, მესამე ადგილისთვის მატჩი გაიმართა, რომელშიც „დინამო თბილისმა“ გორის „დილა“ დაამარცხა. თამაში 0:0 დასრულდა, მაგრამ პენალტებში „დინამო“ უკეთესი იყო - 4:2.

ქართულ გუნდებს წინ ევროტურნირები აქვთ: „იბერია“ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ტალინის „ფლორას“ შეხვდება, „ტორპედო“ კონფერენს ლიგაზე აზერბაიჯანულ „ზირას“, გორის „დილა“ სან მარინოს „ვირტუსს“, ხოლო „დინამო თბილისის“ მეტოქე ლუქსემბურგის „მონდორფი“ იქნება.

„იბერია“ – „ტორპედო“ 2:2 პენ: 5:6 (1:2)

გოლები: 0:1 ანდრიჩი (5), 0:2 არაბიძე (34), 1:2 ბედოშვილი (37), 2:2 დადიანი (76)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.087265