„ნიუკასლ იუნაიტედის“ ფეხბურთელი სანდრო ტონალი კარიერას „ტოტენჰემში“ გააგრძელებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა: „ტოტენჰემი“ 26 წლის ნახევარმცველში 116 მილიონ ევროს გადაიხდის და კონტრაქტს 2032 წლის ზაფხულამდე გაუფორმებს, სეზონში 12 მილიონი ევროს ანაზღაურებით.
ტონალი გახდება იტალიელი ფეხბურთელი, რომელშიც ყველაზე მეტი თანხა იქნება გადახდილი.
შეგახსენებთ, რომ სანდრო ტონალიმ კარიერა „ბრეშაში“ დაიწყო, შემდეგ „მილანში“ გადავიდა, საიდანაც 2023 წელს „ნიუკასლს“ 60 მილიონ ევროდ შეუერთდა. „ჯორდებში“ მან 110 მატჩში თავი 10 გოლით გამოიჩინა.





