ფეხბურთი

1:28 | 2.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი კეინი: "გვაქვს კლასი, რომ დიდი საქმეები გავაკეთოთ, უბრალოდ უნდა გვჯეროდეს"

ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა მსოფლიოს ჩემპიონატის 1/16-ფინალში კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დრამატული გამარჯვების (2:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა:

„გუნდს ვუთხარი, რომ სწორი მენტალიტეტი გვჭირდებოდა, რომ რთული მატჩი იქნებოდა. არასდროს ვწყვეტდით შეტევას, მათმა მეკარემ ყველაფერიმოიერიგა. წარმოუდგენელია, რაც მან შეძლო“, - თქვა ტუხელმა.

მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა ჰარი კეინმაც, რომელმაც დუბლი შეასრულა და ინგლისის მომდევნო ეტაპზე პირადად გაიყვანა.

„გვაქვს კლასი, რომ დიდი საქმეები გავაკეთოთ. უნდა გვჯეროდეს. ყველას შეუძლია იყოს გმირი, არა მხოლოდ მე, ჩვენ ერთიანი გუნდი ვართ. დღეს კონგოს მეკარე საოცარი იყო, მან რამდენიმე შესანიშნავი სეივი გააკეთა“, - თქვა კეინმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში „აცტეკაზე“ მასპინძელ მექსიკას დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.1727