ფეხბურთი

10:26 | 2.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

კაცნაკლულმა აშშ-მა ბოსნია დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა

წლევანდელი მსოფლიო ჩემპიონატის სამივე მასპინძელმა გუნდმა პლეი-ოფის პირველი ეტაპი გადალახა. კანადისა და მექსიკის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა 1/16 ფინალის მატჩში ბოსნია და ჰერცეგოვინა დაამარცხეს (2:0).

მაურისიო პოჩეტინოს გუნდს თამაში უჭირდა. თუმცა, პირველი ტაიმის შუაში მათ ტემპს უმატეს და მოწინააღმდეგის კართან სახიფათო სიტუაციების რეგულარულად შექმნა დაიწყეს. თამაშის დაწყებიდან ნახევარი საათის შემდეგ, ფოლარინ ბალოგანმა გაიტანა გოლი მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო არბიტრმა არ ჩათვალა. თუმცა, პირველი ტაიმის ბოლოს, მასპინძელთა თავდამსხმელმა ნიკოლა ვასილის კარი კვლავ აიღო და ანგარიში გახსნა.

შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე, ბალოგანს დუბლის შესრულების კარგი შანსი ჰქონდა მაგრამ „მონაკოს“ თავდამსხმელმა ხარიხას მოარტყა ბურთი. მეორე ტაიმში კი ბალოგანი მატჩის გმირიდან ანტიგმირად გადაიქცა. ამერიკელი თავდამსხმელი მეტოქე მუჰარემოვიჩს ეუხეშა, წითელი ბარათი მიიღო და თავისი გუნდი კაცნაკლული დატოვა.

ბოსნიელებს ნახევარ საათზე მეტი ჰქონდათ, რათა ამ უპირატესობით ესარგებლათ, მაგრამ ბალკანელების მეტოქე მეკარე, მეტ ფრისი თითქმის არ შეუწუხებიათ.

მეტიც, მასპინძლებმა უპირატესობა გააორმაგეს. მალიკ ტილმანმა იდეალური საჯარიმო დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.

აშშ-ის ნაკრები დამსახურებულად გავიდა მერვედფინალში, სადაც ბელგიას დაუპირისპირდება. ტურნირის მასპინძლებს, რა თქმა უნდა, წარმატების კარგი შანსი აქვთ მომავალ მატჩში, მაგრამ ბალოგანის არყოფნა მნიშვნელოვნად ამცირებს პოჩეტინოს გუნდის შეტევით პოტენციალს.

აშშ - ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:0 (1:0)

სანტა-კლარა. სტადიონი Levi's

1:0 ბალოგანი, (45), 2:0 ტილმანი, (82)

აშშ: ფრიზი, რიჩარდსი, რემი, რობინსონი, ფრიმენი, ადამსი, ტილმანი, მაკკენი (რეინა, 90+5), პულიშიჩი (პეპი, 88), დესტი (ბერჰალტერი, 87), ბალოგანი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

ბოსნია და ჰერცეგოვინა: ვასილი, მუჰარემოვიჩი, კატიჩი (მემიჩი, 75), რადელიჩი, კოლაშინაცი (ტაბაკოვიჩი, 75), დედიჩი, შუნიჩი (ტაჰიროვიჩი, 51), ალაიბეგოვიჩი, გიგოვიჩი (მაჰმიჩი, 51), დემიროვიჩი, ჯეკო (ბაირაკტარევიჩი, 51)

მწვრთნელი: სერგეი ბარბარეზი

მსაჯი: რაფაელ კლაუსი (ბრაზილია)

გაფრთხილება: რადელიჩი, (80)

გაძევება: ბალოგანი, (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8(2)-10(3), ბურთის ფლობა: 48%-52%, კუთხურები: 4-3 , თამაშგარე: 3-0 , ჯარიმები: 7-13

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090444