ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალის ავსტრიასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ მისი გუნდი ფავორიტის სტატუსს აღიარებს და შეცდომების დაშვების უფლება არ აქვს.
„ჩვენ ზეწოლის ქვეშ ვაგრძელებთ ზრდას. მომწონს ჩვენზე გაცემული მაღალი მოლოდინები. ახლა უნდა გავამართლოთ ისინი - რადგან შეცდომების ადგილი აღარ არის. უნდა მოვიგოთ შემდეგი მატჩი. ეს არის პროცესი, მოგზაურობა, რომელიც უნდა გავიაროთ. მეტოქეები განსხვავებულია, ფეხბურთის სტილები სხვადასხვაგვარი.. ჩვენ უნდა გავუმჯობესდეთ და წინ წავიდეთ. ნორმალურია, რომ ჩვენგან მაღალ შედეგებს ელიან - კიდევ უფრო მაღალ სტანდარტებს ვუწესებთ საკუთარ თავს. კონკურენტუნარიანები ვართ და გვინდა ყოველდღე გავუმჯობესდეთ. როდესაც ძლიერ მეტოქეს უპირისპირდები, ყველაფერი უფრო რთულდება. მაგრამ ეს არის მიზანი - ეს არის ის, რაც ჩვენში საუკეთესოს ავლენს“, - ციტირებს ფიფა დე ლა ფუენტეს სიტყვებს.
ესპანეთმა ტურნირი კაბო-ვერდესთან გოლების გარეშე ფრედ დაიწყო, შემდეგ კი საუდის არაბეთს და ურუგვაის მოუგო.
ავსტრიასთან მატჩი დღეს, 2 ივლისს გაიმართება ლოს-ანჯელესში და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.







