საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას „კიოლნში“ გაარძელებს. ინფორმაციას გერმანული მედიაც ადასტურებს.
ლოჩოშვილი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „თხებთან“ სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. როგორც ცნობილი გახდა, ლუკას სანაცვლოდ „კიოლნი“ „ნიურნბერგს“ 4 მილიონ ევროს გადაუხდის. ამრიგად, მომდევნო სეზონში ის ტოპლიგაში ითამაშებს, რისი გამოცდილებაც აქვს - „კრემონეზეს“ მაისურით სერია A-ში ითამაშა.
ლუკა ლოჩოშვილი "ნიურნბერგს" შარშან იტალიური "კრემონეზედან" შეუერთდა. მან მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილ გუნდში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა - II ბუნდესლიგის 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ლოჩოშვილს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში, „ჟილინაში“, „ვოლფსბერგერში“, „კრემონეზესა და „სალერნიტანაშიც“ აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით 32 თამაშში 4 გოლი მიითვალა.
„კიოლნის“ ისტორიაში ის მესამე ქართველი იქნება რევაზ და არჩილ არველაძეების შემდეგ. „კიოლნმა“ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 32 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.





