ჩოგბურთი

16:56 | 2.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონს გამოეთიშა

მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონს მეორე წრეში, 1/32-ფინალში გამოეთიშა. ქართველმა ჩოგბურთელმა ამერიკელ ეშლინ კრუგერს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და ორ სეტში დამარცხდა.

მატჩი მხოლოდ 55 წუთს გაგრძელდა და მარიამმა ერთადერთი გეიმი მოიგო. შედეგად, ორ სეტში 1:6, 0:6 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.

ბოლქვაძემ პირველად ითამაშა უიმბლდონის ძირითად ბადეში, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპის მოგებით მოხვდა და შემდეგ პირველი წრეც გადალახა. თუმცა, მეორე შეხვედრაში ვერაფერი გააწყო.

ქართველი ჩოგბურთელი WTA-ს რეიტინგში ამჟამად 545-ე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159383