ფეხბურთი

17:30 | 2.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემმა" პორტუგალიელი ფეხბურთელი 98 მილიონად დაიმატა

ლონდონის „ტოტენჰემმა“ „ვესტ ჰემიდან“ მათეუშ ფერნანდეშის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

„დეზებმა“ პორტუგალიელის სანაცვლოდ 98 მილიონი ევრო გადაიხადეს. ფეხბურთელი ლონდონელთა რიგებში 18-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

„ძალიან აღფრთოვანებული ვარ. „ტოტენჰემი“ უზარმაზარი კლუბია და დე ძერბიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ მათთან გადავედი. როდესაც ვისაუბრეთ, ეს ძალიან განსაკუთრებული იყო. ჩვენ ფეხბურთს ერთნაირად ვუყურებთ“, - თქვა ფერნანდეშმა.

მათეუშ ფერნანდეშმა „ვესტ ჰემში“ მხოლოდ ერთი სეზონი გაატარა და 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.086953