„მანჩესტერ სიტიმ“ „ნოტინგემ ფორესტიდან“ ელიოტ ანდერსონის ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.
ინგლისელმა სამედიცინო შემოწმება აშშ-ში გაიარა, სადაც მსოფლიოს ჩემპიონატზე ინგლისის ნაკრებში თამაშობს. დანარჩენი ფორმალობები ინგლისში მისი დაბრუნების შემდეგ მოგვარდება.
არაოფიციალური ინფორმაციით, „ქალაქელებმა“ 23 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 130 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ელიოტ ანდერსონმა „ნოტინგემ ფორესტში“ 2024 წლიდან 92 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მანამდე ის „ბრისტოლ სიტისა“ და „ნიუკასლ იუნაიტედში“ თამაშობდა, ხოლო ინგლისის ნაკრებში 13 თამაში აქვს ჩატარებული.





