ლუკა ლოჩოშვილმა „კიოლნში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა და შეიძლება ითქვას, რომ გერმანული გუნდის ახალწვეულია.
ახლა დარჩენილია მხოლოდ ფორმალობა - ტრანსფერის ოფიციალურად გამოცხადება. ლუკა შენიშნეს სამედიცინო შემოწმებაზე, სადაც მას „კიოლნის“ ფორმა ეცვა. ქართველი „თხების“ რიგებში 2029 წლის ზაფხულამდე ითამაშებს.
ლუკა ლოჩოშვილი "ნიურნბერგს" შარშან იტალიური "კრემონეზედან" შეუერთდა. მან მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილ გუნდში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა - II ბუნდესლიგის 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ლოჩოშვილს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში, „ჟილინაში“, „ვოლფსბერგერში“, „კრემონეზესა და „სალერნიტანაშიც“ აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით 32 თამაშში 4 გოლი მიითვალა.
„კიოლნის“ ისტორიაში ის მესამე ქართველი იქნება რევაზ და არჩილ არველაძეების შემდეგ. „კიოლნმა“ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 32 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.





