კალათბურთი

21:40 | 2.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრების მძიმე მარცხი უკრაინასთან

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში უკრაინის ნაკრებთან მარცხი განიცადა და მუნდიალზე გასვლის საკითხი გაირთულა.

გუნდს სანდრო მამუკელაშვილი ამ შეკრებაზე ვერ ეხმარება, ხოლო უკრაინასთან პირველივე ტაიმში მარკის რიდის გარეშე დარჩა, რომელიც არასპორტული ფოლისთვის გააძევეს... არადა, რიდი საუკეთესო იყო მოედანზე.

საქართველომ პირველი პერიოდი 27:30 დათმო, მიუხედავად იმისა, რომ რიდმა გუნდს 15 ქულა შესძინა. მეორე პერიოდში კი ის მეტოქესთან ჩხუბისთვის გააძევეს და საქართველოს ნაკრებს მის გარეშე გაუჭირდა, პრაქტიკულად უშანსოდ იყო. საბოლოოდ, უკრაინამ საქართველოს ოთხივე პერიოდი მოუგო და გამარჯვებაც დამაჯერებლად იზეიმა - 95:76.

მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 11 წუთი ითამაშა, პრაქტიკულად ერთი პერიოდი, მარკის რიდი საქართველოს ნაკრებში 18 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო. ეს ნათლად მიანიშნებს, როგორი მატჩი ჩაატარა ჯიკიჩის გუნდმა. 13 ქულა ჰქონდა თორნიკე შენგელიას, 8 გოგა ბითაძეს და რატი ანდრონიკაშვილს, ხოლო დუდა სანაძეს - 10.

საქართველოს ნაკრები 2 მოგებით და 3 წაგებით ჯგუფში მესამე ადგილზეა და ბოლო ტურში 5 ივლისს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება. მეორე ჯგუფურ ეტაპზე ალექსანდარ ჯიკიჩის გუნდს გასვლა გარანტირებული აქვს, მაგრამ ვინაიდან იქ პირველ ჯგუფში ნაჩვენები შედეგები გადადის, ძნელად წარმოსადგენია, რომ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლა შეძლოს - ეს ფანტასტიკის სფერო იქნება.

უკრაინა - საქართველო 95:76 (30:27, 19:14, 26:19, 20:16)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162075