„კიოლნის“ გენერალურმა დირექტორმა თომას კესლერმა ლუკა ლოჩოშვილის ტრანსფერის შემდეგ ისაუბრა და ქართველ მცველზე კომენტარი გააკეთა:
„გვიხარია, რომ შევძელით ლუკას დარწმუნება, რომ ჩვენთან გადმოსულიყო. მან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა კლუბში ფასდაუდებელი გამოცდილება მიიღო და ზუსტად იმ პროფილის ფეხბურთელია, რასაც ამ პოზიციაზე ვეძებდით, ჩვენს დაცვას დამატებით სტაბილურობას შესძენს. ცაციაა და კიდევ უფრო მეტ ხარისხს სძენს ჩვენს გუნდს ამ პოზიციაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ ლუკა შესანიშნავად შეეწყობა ჩვენს გუნდს, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ“, - თქვა კესლერმა.
ლოჩოშვილმა სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ „თხებთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც ცნობილი გახდა, ლუკას სანაცვლოდ „კიოლნმა“ „ნიურნბერგს“ 4 მილიონი ევრო გადაუხადა. ამრიგად, მომდევნო სეზონში ის ტოპლიგაში ითამაშებს, რისი გამოცდილებაც აქვს - „კრემონეზეს“ მაისურით სერია A-ში ითამაშა.
ლუკა ლოჩოშვილი "ნიურნბერგს" შარშან იტალიური "კრემონეზედან" შეუერთდა. მან მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილ გუნდში შესანიშნავი სეზონი ჩაატარა - II ბუნდესლიგის 33 მატჩში 5 გოლი გაიტანა. ლოჩოშვილს კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისში, „ჟილინაში“, „ვოლფსბერგერში“, „კრემონეზესა და „სალერნიტანაშიც“ აქვს ნათამაშები, ხოლო საქართველოს ნაკრების მაისურით 32 თამაშში 4 გოლი მიითვალა.
„კიოლნის“ ისტორიაში ის მესამე ქართველი იქნება რევაზ და არჩილ არველაძეების შემდეგ. „კიოლნმა“ ბუნდესლიგის გასულ სეზონში 32 ქულით მე-14 ადგილი დაიკავა.





