„სასუოლოს“ და ბოსნიის ნაკრების მცველი ტარიკ მუჰარემოვიჩი კარიერას „იუვენტუსში“ გააგრძელებს.
ნიკოლო სკირას ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან: მუჰარემოვიჩი „იუვეში“ 15 მილიონი ევროსა და პლუს 3 მილიონის ბონუსის სანაცვლოდ გადავა. მცველთან 2031 წლამდე კონტრაქტზე შეთანხმება მიღწეულია.
აღსანიშნავია, რომ მუჰარემოვიჩი „იუვენტუსის“ აღზრდილია და მასზე უფლებები 50%-ს ფლობს. ამიტომაც, უჯდება ასე მცირე თანხა ნიჭიერი ფეხბურთელის დაბრუნება. კიდევ ერთი ფაქტორია ტურინელთა სპორტული დირექტორი ჯოვანი კარნევალი, რომელიც „სასუოლოში“ მუშაობდა და „იუვეს“ ორი კვირის წინ შეუერთდა.
23 წლის ბოსნიელმა „სასუოლოს“ მაისურით ბოლო ორ სეზონში 63 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. ბოსნიის ნაკრებში მას 17 თამაშში 1 გოლი აქვს გატანილი.





