კალათბურთი

3:10 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ჯიკიჩი: "მომავალში სხვანაირად მოვიქცევი, როცა დავინახავ ჩვენს კალათბურთელებს ასე ექცევიან"

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდარ ჯიკიჩმა უკრაინასთან მარცხის (76:95) შემდეგ ისაუბრა და აქცენტი გააკეთა უკრაინელი კალათბურთელების პროვოკაციაზე, რამაც თამაშიდან მარკის რიდის და გოგა ბითაძის გამოთიშვა განაპირობა.

„ბევრ რამეში ჩავიჭერით. მეც დავუშვი შეცდომები – სათადარიგოთა სკამიდან სათანადო რეაგირება ვერ მოვახდინე. თამაშის მიმდინარეობას სწორად ვერ ვუპასუხე. გულწრფელად რომ ვთქვა, საერთოდ ვერ ვხვდები, რატომ იქცეოდნენ ასე ამ მატჩის ზოგიერთი მონაწილე.

ასეთი შედეგის შემდეგ ამაზე ლაპარაკი რთულია, მაგრამ ერთი კი დანამდვილებით ვიცი – მომავალში, თუ მოედანზე მსგავს რაღაცებს დავინახავ და იმასაც, როგორ ეპყრობიან ჩვენს საუკეთესო მოთამაშეებს, აუცილებლად სხვანაირად მოვიქცევი და სხვაგვარად ვიმოქმედებ“, - თქვა ჯიკიჩმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები 2 მოგებით და 3 წაგებით ჯგუფში მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 5 ივნისს, ესპანეთის ნაკრებს თბილისში უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091431