ფეხბურთი

9:50 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

შვეიცარიამ ალჟირი მარტივად დაამარცხა და მერვედფინალშია

შვეიცარიამ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის 1/16 ფინალში ალჟირის ნაკრები დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ შვეიცარიამ მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფის სტადიაზე 1938 წლის შემდეგ პირველად მოიგო თამაში.

შვეიცარიამ შეხვედრა აქტიურად დაიწყო და სასურველ შედეგს უკვე მე-10 წუთზე მიაღწია, ბრელ ემბოლომ ანგარიში გახსნა. გოლის ეპიზოდში იოჰან მანზამბიმ შესანიშნავი ინდივიდუალური რეიდი განახორციელა მარცხენა ფლანგზე და ზუსტი გადაცემით ემბოლოს ახლო მანძილიდან გაატანინა. მურატ იაკინის გაწვრთნილმა შვეიცარიამ მეორე ტაიმიც ჩინებულად დაიწყო და უკვე 46-ე წუთზე მეორე გოლის გატანაც შეძლო, ამჯერად თავის გამოჩენა დან ნდოიემ მოახერხა. ამის შემდეგ ალჟირი თამაშში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა და შეხვედრის დარჩენილ პერიოდში კარის მიმართულებით ზუსტი დარტყმაც ვერ შეასრულა.

საბოლოოდ, შვეიცარიამ 2:0 გაიმარჯვა, ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე და ისტორიაში პირველად შეძლო მუნდიალზე მსგავსი შედეგის დაფიქსირება. მომდევნო ეტაპზე შვეიცარია კოლუმბიასა და განას შორის გამარჯვებულს შეხვდება.

შვეიცარია - ალჟირი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ემბოლო (10'), 2:0 ნდოიე (46')

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090456