ბოლო პერიოდში, ლონდონის "ჩელსისა" და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელის, ენცო ფერნანდესის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ მადრიდის "რეალს" და როგორც ცნობილი გამოცემები წერდნენ, ტრანსფერი უბრალოდ დროის საკითხი იყო.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მადრიდის "რეალმა" ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნული ჭორები უარყო. განცხადებაში ნათქვამია, რომ კლუბი აღნიშნული ტრანსფერით დაინტერესებული არ არის.
"ბოლო დღეებში გავრცელებულ ინფორმაციასა და განცხადებებთან დაკავშირებით, რომლებიც ეხება თითქოსდა მადრიდის „რეალის“ ინტერესს ენცო ფერნანდესის მიმართ. კლუბს სურს განმარტოს, რომ მას არ განუხორციელებია არანაირი მოქმედება — არც პირდაპირი და არც ირიბი — აღნიშნული ფეხბურთელის ტრანსფერის მიზნით და ამასთანავე, არ აქვს განზრახვა ამგვარი ოპერაციის განხორციელების. მადრიდის „რეალს“ სურს გამოხატოს თავისი უდიდესი პატივისცემა ენცო ფერნანდესის მიმართ — შესანიშნავი ფეხბურთელის, რომლის კარიერა და ხარისხი საყოველთაოდ ცნობილია. ასევე „ჩელსის“ მიმართ, კლუბისა, რომელთანაც „რეალს“ შესანიშნავი ინსტიტუციური ურთიერთობა აკავშირებს", - ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
ენცო ფერნანდესი "ჩელსის" ღირსებას 2023 წლიდან იცავს და მოქმედი კონტრაქტი კლუბთან 2032 წლამდე აკავშირებს.





