ფეხბურთი

14:46 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ტერ შტეგენი კარიერას "აიაქსში" გააგრძელებს

"ბარსელონას" გერმანელი მეკარე მარკ-ანდრ ტერ შტეგენი კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძლებს. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, გერმანელი მეკარე ამსტერდამულ გრანდს იჯარის წესით შეუერთდება და ხელფასის დიდ ნაწილს "აიაქსი" დაფარავს. მხარეებს შორის შეთანხმება ყველა საკითხზე მიღწეულია. დარჩენილია მხოლოდ სამედიცინო შემოწმება, რომლის წარმატების გავლის შემდგომ მხარეები ოფიციალურად დაადასტურებენ ინფორმაციას.

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი „ბარსელონას“ ღირსებას 2014 წლიდან იცავს და ამ პერიოდის განმავლობაში კლუბთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი ტიტული აქვს მოგებული. გასულ სეზონში გერმანელი მეკარე მძიმე მუხლის ტრავმის გამო დიდი ხნით იყო მოედანს ჩამოშორებული, რის შემდეგაც სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით „ჟირონაში“ გაატარა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.16877