იულიან ნაგელსმანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი ოფიციალურად დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად გერმანელმა სპეციალისტმა გაავრცელა და ვრცელი მიმართვაც გამოაქვეყნა.
„მას შემდეგ, რაც მსოფლიო ჩემპიონატს გამოვეთიშეთ, ბევრი ვიფიქრე და რჩევა მივიღე როგორც ჩემთვის ახლობელი ადამიანებისგან, ისე ფეხბურთის ფედერაციაში მომუშავე პირებისგან.
ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ძალიან რთული იყო. ჩემი მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის გუნდის წარმატება იყო. ასეთი მტკივნეული იმედგაცრუების შემდეგ ნაკრები ახალ დასაწყისს იმსახურებს.
მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს სამწვრთნელო შტაბს, მხარდამჭერ პერსონალს და ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, ვინც ამ პერიოდში ჩვენს გვერდით იდგა. განსაკუთრებული მადლობა ფეხბურთელებს, რომლებთანაც მუშაობის პატივი მქონდა.
განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნით გულშემატკივრებსაც. თქვენ ყოველთვის ჩვენს გვერდით იყავით, გვენდობოდით და ძალას გვაძლევდით, ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი.
გულწრფელად მტკივა, რომ იმედები გაგიცრუეთ და ამ მსოფლიო ჩემპიონატზე კიდევ უფრო მეტი დაუვიწყარი საფეხბურთო საღამო ვერ გაჩუქეთ. თქვენ ბევრად მეტს იმსახურებდით", - დაწერა ნაგელსმანმა.
ცნობისთვის, გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იურგენ კლოპის კანდიდატურა სახელდება და როგორც ფლორიან პლეტენბერგი იტყობინება მხარეებს შორის მოლაპარაკებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.





