ფეხბურთი

16:53 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: მასიმილიანო ალეგრი "ნაპოლის" მწვრთნელია

„ნაპოლის“ მთავარ მწვრთნელად მასიმილიანო ალეგრი დაინიშნა. ინფორმაცია ამჯერად ოფიციალურად დადასტურდა.

ალეგრიმ „ნაპოლისთან“, სადაც 1997-1998 წლების სეზონში თამაშობდა, კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა და ანტონიო კონტე შეცვალა. აღსანიშნავია, რომ კონტე მან მეორედ შეცვალა - 2014 წელს, „იუვენტუსშიც“ ანტონიოს ნაცვლად დაინიშნა.

ალეგრი გასულ სეზონში „მილანში“ იყო, საიდანაც წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს. მას 2014-2019 და 2021-2024 წლებში „იუვენტუსში“ აქვს ნამუშევარი, რომელსაც 5-ჯერ იტალიის ჩემპიონატი, 5-ჯერ იტალიის თასი მოაგებინა, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ორჯერ გაიყვანა. ერთი სკუდეტო მას 2011 წელს „მილანშიც“ აქვს მოგებული.

კარიერის სტარტზე ალეგრი „სასუოლოს“ და „კალიარის“ მთავარი მწვრთნელიც იყო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088028