ფეხბურთი

17:19 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ალეკო ბასილაძე კარიერას ჩეხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

ქუთაისის „ტორპედოს“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი ალეკო ბასილაძე კარიერას ლიბერეცის „სლოვანში“ გააგრძელებს. ჩეხებმა ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

ბასილაძემ „ლიბერეცთან“ კონტრაქტი 2031 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

„მინდა მივესალმო „ლიბერეცის“ ყველა გულშემატკივარს. ეს ჩემი პირველი კონტრაქტია სახლიდან შორს და ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. ეს დიდი ისტორიის მქონე კლუბია. კლუბში ყველამ ძალიან თბილად მიმიღო, რისთვისაც მადლობას ვუხდი მათ. მსურს, მოედანზე ჩემი თამაშით გულშემატკივრების გულები მოვიგო. მსურს, რომ უმაღლესი პოზიციებისთვის ვიბრძოლოთ და მივაღწიოთ წარმატებებს, რომლებსაც კლუბი იმსახურებს“, - თქვა ბასილაძემ.

ქართველ ფეხბურთელზე ისაუბრა კლუბის გენერალურმა დირექტორმა იან ნეზმარმა. „გუნდში ბევრი მარცხენა ფეხით მოთამაშე არ გვყავს, ამიტომ გვიხარია, რომ ალეკოს დამატება შევძლით. ის სწრაფი და ძლიერი ფეხბურთელია, რომელსაც გოლის გატანას შეუძლია. მას შეუძლია მოედნის მარცხენა ფლანგზე ყველა პოზიციაზე თამაში და ასევე არის საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების წევრი, სადაც საერთაშორისო შეხვედრებშიც ითამაშა. გვჯერა, რომ ის სწრაფად მოერგება ჩვენს გუნდს და გაზრდის კონკურენციას მარცხენა ფლანგზე“.

ალეკო ბასილაძე „ტორპედოს“ აღზრდილია, მას საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში 6 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.09811