ფეხბურთი

19:42 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "ხორვატიას ყველა მიზეზი აქვს, რომ თავი გაძარცვულად იგრძნოს"

ვეტერანი ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი ფიქრობს, რომ პორტუგალიასთან მატჩში (1:2) ხორვატიის ნაკრები მსაჯებმა გაძარცვეს.

როგორც შვედმა აღნიშნა, იოშკო გვარდიოლის გოლის გაუქმება საეჭვო გადაწყვეტილება იყო:

„ფეხბურთი შეიძლება წარმოუდგენლად სასტიკი იყოს. ვფიქრობ, ხორვატიას ყველა მიზეზი აქვს, იფიქროს, რომ გაძარცვეს. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი-ოფის მატჩის ბოლო წამებზე გოლს არ თვლი, გადაწყვეტილება აბსოლუტურად ნათელი უნდა იყოს და ასე არ ყოფილა. VAR-თან დაკავშირებულ სკანდალზე ვსაუბრობთ, როცა შეიძლებოდა გვესაუბრა ბოლო წუთზე ანგარიშის გათანაბრების შესახებ“, - აღნიშნა იბრამ.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიის ნაკრებს გონსალო რამოშმა მოაგებინა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეოთხე წუთზე დიდებული გოლი გაიტანა. პორტუგალია ახლა ესპანეთს შეხვდება, ხოლო ხორვატიამ წინა ორი მუნდიალისგან განსხვავებით, ტურნირი უმედლოდ დაასრულა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092945