ფეხბურთი

19:05 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ბაიერნმა" ნათანიელ ბრაუნი დაიმატა

მიუნხენის „ბაიერნმა“ ფრანკფურტის „აინტრახტიდან“ ნათანიელ ბრაუნი დაიმატა. ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა.

23 წლის გერმანელმა მარცხენა მცველმა კონტრაქტს ხელი 2031 წლის ზაფხულამდე მოაწერა. „აინტრახტმა“ ნიჭიერი ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონი ევრო მიიღო.

"ბაიერნი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია. ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ამ კლუბში თამაშის შანსი და ეს სიამაყით მავსებს. საკუთარ თავს უმაღლეს მიზნებს ვუსახავ და ყოველდღე მინდა, მაქსიმალური შედეგი მივიღო. ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დროს მალევე შესანიშნავი განწყობა გამიჩნდა“, - აღნიშნა ფეხბურთელმა.

ნათანიელ ბრაუნი „აინტრახტში“ 2023 წლიდან თამაშობდა და 72 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი, მანამდე „ნიურნბერგის“ ღირსებას იცავდა, ხოლო გერმანიის ნაკრებში 8-ჯერ უთამაშია და 1 გოლიც გაიტანა, მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093964