ფეხბურთი

20:20 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ნათან აკე თურქულ გუნდში გადავიდა

სტამბოლის „ფენერბაჰჩემ“ "მანჩესტერ სიტიდან" ნიდერლანდების მცველის, ნათან აკეს ტრანსფერის შესახებ გამოაცხადა.

ფეხბურთელი თურქულ კლუბს დაახლოებით 10 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა, რასაც 1.5 მილიონის ბონუსიც დაემატება. მხარეებს შორის კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდა.

აკეს კარიერის განმავლობაში „ჩელსიში“, „რედინგში“, „უოტფორდში“, „ბორნმუთში“ უთამაშია, ხოლო „მანჩესტერ სიტის“ მაისურით 2020 წლიდან 177 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა. ნიდერლანდების ნაკრებში მას 62 თამაშში 5 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.166075