ფეხბურთი

20:55 | 3.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი მზადაა გერმანიის ნაკრები ჩაიბაროს

იურგენ კლოპი მზადაა გერმანიის ეროვნული ნაკრები ჩაიბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ფედერაციამ გერმანელ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ კლოპთან მოლაპარაკებებს დაიწყებენ, რადგან მან უკვე გამოთქვა სურვილი, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი 2024 წლიდან, როცა „ლივერპული“ დატოვა, „რედ ბულის“ მენეჯმენტში“ საქმიანობს. მას სამწვრთნელო კარიერაში „ლივერპულის“ გარდა, „დორტმუნდი“ და „მაინცი“ გაუწვრთნია.

გერმანიის ნაკრებიდან დღეს დაითხოვეს იულიან ნაგელსმანი, მას შემდეგ, რაც „ბუნდესნაკრები“ მოულოდნელად გამოეთიშა მსოფლიოს ჩემპიონატს 1/16-ფინალში პარაგვაისთან მარცხით.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.167582