საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ ნიგერიელი ფეხბურთელი იბრაჰიმ ალჰასანი დაიმატა.
ნიგერიელი ჩამშლელი ნახევარმცველი, რომელსაც ცენტრალური მცველის პოზიციაზეც შეუძლია თამაში, თბილისურ გუნდს პორტუგალიური „ლუსიტანიადან“ შეუერთდა.
ალჰასანს ნიგერიის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის გამოცდილება აქვს. კარიერის განმავლობაში იბრაჰიმს უთამაშია პორტუგალიურ „ლეიოშეშსა“ და „ნასიონალში“, ბელგიურ „ბეერსხოტ-ვილრეიკში“, ასევე „აუსტრია ვენაში“.





