UFC-ის ქვე მძიმე წონის ქართველი მებრძოლი რომან დოლიძე მომდევნო ორთაბრძოლას ნიდერლანდელი მბრძოლის რეინიერ დე რიდერის წინააღმდეგ გამართავს. ინფორმაციას MMA-ს ცნობილი გამოცემები ავრცელებენ.
წყაროების ცნობით, აღნიშნული დაპირისპირება 22 აგვისტოს, UFCsacramento-ზე გაიმართება და ის სამრაუნდიანი იქნება.
რომან დოლიძეს ბოლო ორი ბრძოლა წაგებულია აქვს, ქართველმა ბოლოს 21 მარტს ლეროი დანკანთან იბრძოლა. რაც შეეხება დე რიდერს, ნიდერლანდელს რომანის მსგავსად ბოლო ორი ბრძოლა წაგებული აქვს. მან ბოლო ბრძოლა 8 მარტს, კაიო ბორალიოსთან გამართა და გადაწყვეტილებით წააგო.







