ფეხბურთი

1:28 | 4.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ლუის ჩილავერტი: "პარაგვაი არა საფრანგეთს, არამედ აფრიკას შეხვდება"

ვეტერანმა ფრანგმა ფეხბურთელმა კრისტოფ დიუგარიმ პარაგვაის ნაკრებს პრაქტიკულად დასცინა, რაც უპასუხოდ არ დაუტოვებია პარაგვალეთა ლეგენდარულ მეკარეს - ხოსე ლუის ჩილავერტს.

დიუგარმა საფრანგეთი - პარაგვაის მატჩის წინ ასეთი განცხადება გააკეთა:

„პარაგვაი განადგურდება და დამცირდება. ისინი მხოლოდ დაცვაში იქნებიან, რადგან მეტი არაფერი შეუძლიათ, შეტევაში კატასტროფული გუნდია“, - თქვა 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა.

ეს კომენტარი სოციალურ ქსელში ჩილავერტმა გააზიარა და დაწერა: „მართალი ხარ, კრისტოფ. ჩვენ 1998 წელს საფრანგეთის ნაკრებს ვეთამაშეთ, ახლა კი პარაგვაის აფრიკის ნაკრებს შეხვდება“.

შეგახსენებთ, რომ 1998 წლის მუნდიალის მერვედფინალში საფრანგეთმა სწორედ პარაგვაი დაამარცხა, დამატებით დროში ლორან ბლანის ოქროს გოლით. ახლაც, ეს ნაკრებები ისევ მერვეფინალში დაუპირისპირდებიან.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097986