ფეხბურთი

11:05 | 4.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

დოპინგის სკანდალი ტუნისის ნაკრებში

ტუნისის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი კატასტროფულად ჩაატარა, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ მისი რამდენიმე ფეხბურთელი დოპინგ სკანდალშიც გაეხვა.

როგორც Daily Mail-ი იტყობინება, ჩრდილოაფრიკელთა 8 ფეხბურთელის ტესტის პასუხი დადებითი აღმოჩნდა. გაირკვა, რომ ფეხბურთელებმა შეცდომით მიიღეს საკვები და დოპინგის კვალი შეკრების დროს მოხმარებულ ხორცს უკავშირდება.

ამდენად, წყაროს ცნობით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფეხბურთელებს, რომელთა ვინაობა უცნობია, დისკვალიფიკაცია დაემუქროთ.

შეგახსენებთ, რომ ტუნისის ნაკრები უქულოდ ჯგუფში ჩარჩა, პირველი ტურის მერე მწვრთნელიც შეიცვალა - საბრი ლამუშის ნაცვლად ერვე რენარი დანიშნეს, მაგრამ ტუნისს ვერც ამან უშველა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090748