მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ არგენტინის ნაკრებს 1/16-ფინალში კაბო ვერდესთან 120 წუთი და ნამდვილი დრამა დასჭირდა გასამარჯვებლად.
არავინ ელოდა, რომ „ალბისელესტეს“ აფრიკული ნაკრები ასეთ წინააღმდეგობაც გაუწევდა, მაგრამ კაბო ვერდემ ყველას კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ მებრძოლი, ამაყი და ორგანიზებული გუნდი ჰყავს.
მატჩის შემდეგ არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ ხაზი გაუსვა მისი გუნდის მებრძოლ სულისკვეთებას:
„გახსოვთ, როცა მითხრეს, რომ ტურნირის უკეთეს მხარეს ვიყავით? იმედი მაქვს, ახლა მიხვდებიან, რომ ადვილი მეტოქეები არ არსებობენ. ვიცოდით, რომ მათთან დაპირისპირება რთული იქნებოდა. ნამდვილად გაგვიჭირდა, მაგრამ ვფიქრობ, გამარჯვება დავიმსახურეთ. თუმცა ეს არაფერს აკლებს მოწინააღმდეგის შესანიშნავ თამაშს. მინდა ხაზი გავუსვა დადებით ასპექტს: ეს გუნდი ბრძოლას არასდროს წყვეტს!“, - თქვა სკალონიმ.

შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ეგვიპტის ნაკრებს დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, ავსტრალია პენალტების სერიაში დაამარცხა.