არგენტინის ნაკრების ფეხბურთელმა ლისანდრო მარტინესმა კაბო ვერდესთან მატჩის (3:2) შემდეგ ისაუბრა.
არგენტინელმა მცველმა თავი გოლით და საგოლე პასით გამოიჩინა, რითაც გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. მან ისაუბრა, როგორც საკუთარ თავზე, ისე ლიონელ მესიზე:
„ლეო მესი უდიდესი მაგალითია, რადგან მან მთელი კარიერის განმავლობაში ბევრი იტანჯა, მარცხებიც განიცადა და არასდროს დანებდა. დღეს ის აქ არის, 39 წლის ასაკში, იბრძვის, იბრძვის, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველაფერი მოიგო, მას აბსოლუტურად არაფერი აქვს დასამტკიცებელი.
ის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეა, არა მხოლოდ ფეხბურთში, არამედ ყველა სპორტში. ეს სიგიჟეა. ჩვენ, ვინც მის უკან დგას, როგორ შეგვიძლია არ გავაგრძელოთ ბრძოლა, თუ ყველა დროის საუკეთესო ამას ასეთი ვნებით აკეთებს? ჩვენც იგივე გზით უნდა გავყვეთ მას.
გასულ წელს წინა ჯვარედინის ტრავმის შემდეგ ფეხბურთიდან წასვლაზე ვფიქრობდი. უბრალოდ აღარ მინდოდა ტანჯვა, გესმით? ძალიან ცუდად ვიყავი, მაგრამ შემდეგ ჩემი ქალიშვილი დაიბადა და ამან ყველაფერი დააბალანსა. ვნახე, როგორ იმშობიარა ჩემმა მეუღლემ და რა დიდი ძალისხმევა გაიღო და ჩემს თავს ვუთხარი: როგორ არ გავაგრძელო ბრძოლა? როდესაც ვფიქრობ ყველაფერზე, რაც ტრავმის გამო გადავიტანე, ტირილი მინდება“, - თქვა მარტინესმა.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში ეგვიპტის ნაკრებს შეხვდება.







