ფეხბურთი

19:44 | 4.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მესი, მბაპე, კეინი თუ სხვა: მუნდიალის ბომბარდირობისთვის ბრძოლა ასეთი დაძაბული არასდროს ყოფილა

მსოფლიოს ჩემპიონატზე 1/16-ფინალურ ეტაპი დასრულდა, დღეიდან მერვედფინალები იწყება და ტურნირი ყველაზე საინტერესო ფაზაიში შედის.

დიდი ხანია მუნდიალის ბომბარდირთა დავა ძალიან დაძაბულია. ძნელია გაიხსენო მსოფლიოს ჩემპიონატი, როცა ბომბარდირობისთვის ბრძოლა ასე დამაინტრიგებელი ყოფილიყოს. ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ჰარი კეინი ერლინგ ჰოლანდი თუ სხვა? ვინ გახდება ბომბარდირი? ახლა პროგნოზის გაკეთებაც კი სარისკოა.

ამჟამად პირველ ადგილზე მესია 7 გოლით, შემდეგ მოდის კილიან ბაპე, ხოლო მესამე ადგილს ერლინგ ჰოლანდი და ჰარი კეინი იყოფენ.

1. ლიონელ მესი - 7 გოლი

2. კილიან მბაპე - 6

3. ერლინგ ჰოლანდი - 5

4. ჰარი კეინი - 5

5. უსმან დემბელე - 4

6. მიკელ ოიარსაბალი - 4

7. ისმაილა სარი - 4

8. ვინისიუსი - 4

ჩამოთვლილი ფეხბურთელებიდან მხოლოდ ისმაილა სარია ისეთი, ვინც ტურნირს უკვე გამოეთიშა. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება.

რაც შეეხება ასისტებს: აქ ფრანგი მაიკლ ოლისე ლიდერობს, რომელსაც ჯერ გოლი არ გაუტანია, მაგრამ 5 საგოლე პასი გააკეთა და ერთი პასი უკლია პელეს რეკორდამდე - ერთ ტურნირზე გაკეთებული ყველაზე მეტი ასისტის ავტორის (6).

მაიკლ ოლისე - 5 საგოლე პასი

ბრუნო გიმარაეში - 4

ალექსანდერ ისაკი - 3

რობერტო ალვარადო - 3

მარტინ ოდეგორი - 3

ფლორიან ვირტცი - 3

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097381