ფეხბურთი

20:09 | 4.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

მაროკოს მწვრთნელი უაბი: „მომწონს კანადის ეროვნული ნაკრების მონდომება“

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოჰამედ უაბიმ ისაუბრა 2026 წლის ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალის ფარგლებში კანადასთან მომავალ მატჩზე. თამაში 4 ივლისს ჰიუსტონში (აშშ) გაიმართება და თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება.

„პატივს ვცემთ მეტოქეს. ხარისხიანი გუნდია. წინა თამაშებში გამოვლენილი უნარების დონე საკმარისი არ იქნება. მოედანზე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. ეს ყველაზე რთული თამაშია, რადგან შემდეგია. უკვე ვითამაშეთ ნიდერლანდებთან, მაგრამ ეს წარსულს ჩაბარდა.

მომწონს კანადის ეროვნული ნაკრების ენერგია, მათი მონდომება და ორგანიზებულობა. ამ გუნდს მკაფიო იდენტობა აქვს. ისინი ცდილობენ გააკონტროლონ ყველა მომენტი, თუნდაც ორთაბრძოლები. კარგად თამაშობენ თავიანთი ძლიერი მხარეების გამოყენებით“, - ციტირებს ფიფას ოფიციალური ვებგვერდი უაბის სიტყვებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090709