ფეხბურთი

1:48 | 5.07.2026 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმმა" ლუქსემბურგის ნაკრების მცველი დაიმატა

„დინამო ბათუმმა“ კიდევ ერთი ტრანსფერი დაადასტურა და ლუქსემბურგელი მარცხენა მცველი დირკ კარლსონი დაიმატა.

ფეხბურთელსა და კლუბს შორის კონტრაქტი 2027 წლის ბოლომდე გაფორმდა, კიდევ ერთი წლით განახლების ოფციით.

კარლსონი კარიერის განმავლობაში სამშობლოს გარდა, „გრასჰოპერსის“, „კარლსრუეს“, „აუეს“ და „დენ ჰააგის“ ღირსებას იცავდა, ბოლოს კი „სანკტ პოლტენში“ გამოდიოდა.

ლუქსემბურგის ნაკრებში 28 წლის მცველს 2016 წლიდან დღემდე 73 მატჩი აქვს ჩატარებული.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.165402